04/05/2019

სამწლიანი შესვენების შემდეგ ყახაზეთმა რუსეთში თურქმენული გაზის ტრანზიტი განაახლა


სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსგაზმა“, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის გაზის ეროვნულ ოპერატორს, თურქმენეთის გაზის რუსეთში ტრანზიტი განაახლა მაგისტრალური გაზსადენით „შუა აზია-ცენტრი“.
„ყაზტრანსგაზმა“ თავის გაზსადენებში ტრანზიტის აღდგენა უმოკლეს ვადებში შეძლო. თანამედროვე ტექნოლოგიების და მაგისტრალური გაზსადენის „შუა აზია-ცენტრის“ მოდერნიზაციის შემდეგ, თურქმენული გაზის ტრანსპორტირების რეჟიმის ფორმირება მოხდა რამდენიმე დღეში“, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ყაზახეთმა თურქმენული გაზის რუსეთში ტრანზიტი 2016 წელს შეაჩერა.
კომპანიის ცნობით, 2019 წლის დასაწყისში თურქმენეთმა და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას გაზის მიწოდების განახლების შესახებ 2028 წლამდე მოქმედი სამთავრობათშორისი ხელშეკრულების ფარგლებში. „ამ გადაწყვეტილებამ სამივე ქვეყანას საშუალება მოგვცა აღგვედგინა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გაზმომარაგების სფეროში“, აცხადებენ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები.   
გაზსადენი „შუა აზია-ცენტრი“ ყოველდღიურად 15 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს რუსეთში.
კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ „ ბოლო წლებში ყაზახეთის გაზის მრეწველობამ ფართომასშტაბიანი მოდერნიზაცია გაიარა და სპეციალისტების აზრით, „ყაზტრანსგაზი“ იქცა შუა აზიის ყველაზე მნიშვნელოვან და ტექნოლოგიურად ყველაზე მძლავრ ოპერატორად.