ა.შ.შ.-ის ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი აცხადებს, რომ რუსეთი არ
წარმოადგენს საიმედო პარტნიორს გაზმომარაგების თვალსაზრისით და ევროპის კავშირის
ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი
აირის საშუალებით.
„ვფიქრობ, ჩვენ უკრაინელ მეგობრებს უნდა კითხოთ ამის შესახებ და ისინი საინტერესო პასუხს გაგცემენ. ისინი გეტყვიან, რომ რუსული გაზმომარაგება არასაიმედო და არაგარანტირებული ფენომენია“, აღნიშნა ა.შ.შ.-ის ენერგეტიკის მინისტრმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.