24/04/2019

პოლონეთმა ნავთბოსადენი „დრუჟბა“ დაკეტა და რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

პოლონეთის მხარემ ბელარუსის წარმომადგენლებს გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ პოლონეთმა გადაკეტა ნავთობსადენი „დრუჟბა“ და შეაჩერა რუსული ნავთობის ტრანზიტი მისი უხარისხობის გამო.  ბოლო პერიოდში რუსული ნავთობის ხარისხი საკმაოდ გაუარესდა, აცხადებს ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია „გომელტრანსნეფტის“ წარმომადგენელი ანდრეი ვერიგო.

„ჩვენ მივიღეთ წერილი PERN-ისგან (ნავთობსადენი „დრუჟბას“ პოლონური მონაკვეთის ოპერატორი კომპანია), იმის შესახებ, რომ პოლონეთის და გერმანიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები  ვერ მიიღებენ და გადაამუშავებენ ასეთ მახასიათებლების ნავთობს, როგორიც ბოლო პერიოდში შედის მიმღებ პუნქტში „ადამოვო“, განაცხადა ანდრეი ვერიგომ.

წინა დღით აღნიშნული ნავთობსადენის პოლონეთის სახელმწიფო ოპერატორმა PERN აღიარა, რომ ბელარუსიდან შემომავალი რუსული ნავთობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა.