1993 წელს დაფუძნდა „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ ფოტოელექტროსისტემის
პროგრამა. ეს პროგრამა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ შეთანხმებას, რომელიც „საერთაშორისო
ენერგეტიკული სააგენტოს“ ეგიდით დაიდო კვლევით და გამომგონებლობით საქმიანობაში თანამშრომლობის
მიზნით. აღნიშნული პროგრამა აერთიანებს 32 ქვეყანას. პროგრამის მიზანია
უზრუნველყოს „ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაცია ფოტოელქტრული მზის ენერგიის
როლის გასაზრდელად და მდგრად ენერგეტიკულ სისტემებზე გადასასვლელად“, ნათქვამია
მოხსენებაში.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს 97.9 გიგავატი
სიმძლავრის სადგურები მოეწყო პროგრამის
მონაწილე 32 ქვეყნაში, მთელ მსოფლიოში კი ახალმა სიმძლავრეებმა 99.8 გიგავატი
შეადგინა, მათ შორის, ჩინეთში დამონტაჟდა 45 გიგავატი დამატებითი სიმძლავრე.
მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ პროგრამის მონაწილე თითოეულ
ქვეყანაში 1 გიგავატზე მეტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებია აშენებული.
მზის სადგურებმა 2018 წელს მსოფლიო ელექტროენერგიის 2.6%
გამოიმუშავეს, მათ შორის, მზის ელექტროსადგურების წილმა ევროპის ელექტროგენერაციის
4.3% შეადგინა. გერმანიაში კი მზის ელექტროსადგურების წილმა ქვეყნის მთლიან ელექტროგენერაციაში
7.9%-ს მიაღწია.