03/05/2019

ამერიკული თხევადი გაზი ევროპის კავშირის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს


ა.შ.შ.-ის ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი აცხადებს, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საიმედო პარტნიორს გაზმომარაგების თვალსაზრისით და ევროპის კავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის საშუალებით.
„ვფიქრობ, ჩვენ უკრაინელ მეგობრებს უნდა კითხოთ ამის შესახებ და ისინი საინტერესო პასუხს გაგცემენ. ისინი გეტყვიან, რომ რუსული გაზმომარაგება არასაიმედო და არაგარანტირებული ფენომენია“, აღნიშნა ა.შ.შ.-ის ენერგეტიკის მინისტრმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
„ამერიკული გაზი უზრუნველყოფს ევროპის სუვერენიტეტს და თავისუფლებას“, აღნიშნა რიკ პერიმ.
„ეს არის ა.შ.შ.-ის მთავარი მიზანი. არ არსებობს სხვა უკეთესი საშუალება ამ თავისუფლების და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.  ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ერთადერთი მექანიზმი ამ მიზნის მისაღწევად. ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზი - ეს არა მხოლოდ ენერგიის ალტერნატიულ წყაროს ნიშნავს ევროპისთვის, არამედ, ასევე, გულისხმობს უსაფრთხოების და რეგიონალური ავტონომიის გაძლიერებას, ეკონომიკურ აღორძინებას“, აღნიშნა ა.შ.შ.-ის ენერგეტიკის მინისტრმა.
„გათხევადებული ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის კოლექტიურ თანამშრომლობას და სიმტკიცეს კიდევ უფრო გააძლიერებს“, აღნიშნა რიკ პერიმ.
2 მაისს ბრიუსელში დაიწყო აშშ-ევროპის კავშირის უმაღლესი დონის ფორუმი, რომელზეც განიხილება ენერგეტიკის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის და ა.შ.შ.-დან მისი ექსპორტირების საკითხები.
შეგახსენებთ, რომ საზღვაო პორტ რენში იგეგმება აშენდეს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალი და მცურავი ნავსადგომი.
როგორც ცნობილია, პოლონეთმა უკვე მოაწერა წელი 24 წლიან ხელშეკრულებას ამერიკული თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ.